იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებას მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
,,ეს არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია, მაგრამ რაც არ უნდა სურდეს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს დესტაბილიზაცია, ქვეყანაში არ იქნება ომი და არ მოხდება ის, რაც 2008 წელს მოხდა”, _განაცხადა ჟურნალისტებთან წულიკიანმა.
მინისტრის თქმით, რუსეთთან გაგრძელდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივ ჭრილში ბრძოლა, რადგან რაც ხდება, მცოცავი ანექსიაა.