მომღერალ ჯაბა ბოჯგუას, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც კომაში იმყოფება დღეს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელ ოპერაციას გაუკეთებენ.
ექიმების განცხადებით, ბოჯგუას კუჭის სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
მომღერლის ოჯახს ოპერაციის გასაკეთებელი თანხა არ ჰქონდა და მისმა დედამ, მანანა გვასალიამ დასახმარებლად ქალაქის მერიას მიმართა, სადაც ოპერაციისთვის თანხა გამოუყვეს. ამასთან, მომღერლის სახელზე "თი-ბი-სი ბანკში" ანგარიშია გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა ბოჯგუა 2008 წლის 7 ოქტომბერს ძველი თბილისი რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა თანხის თაღლითური გზით მითვისების ბრალდებით დააკავეს. პატიმრობის დროს მომღერალს თავის ტვინის ანოქსიური დაავადება დაემართა, რის შემდეგაც იგი კომაში იმყოფება.