,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ მცოცავი ოკუპაცია ბიძინა ივანიშვილის და მისი მართული ხელისუფლების პირადი პასუხისმგებლობის საკითხია. შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერების გამოჩენასთან დაკავშირებით, მან ასევე აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში დაიკარგა იმდენი ტერიტორია, რამდენიც 2008 წლის კონფლიქტის შედეგად.
..ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ომის და იმ მართლაც დიდი წინააღმდეგობის შედეგად დამატებით ტერიტორია დაიკარგა და სრულიად მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, თითქმის იმდენივე ტერიტორია დაიკარგა სამი წლის განმავლობაში. და ამაზე უნდათ წარმოაჩინონ, რომ პასუხისმგებლები თვითონ არ არიან. რა თქმა უნდა, არიან. ეს არის ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის, მისი მართული ხელისუფლების პირადი პასუხისმგებლობის საკითხი”, - განაცხადა დეპუტატმა.
ორი დღის წინ კი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.
საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.