დღეს, 29 აპრილს, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში ასოციაცია მწვანე ალტერნატივა მორიგი ანგარიშის _ "სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ "პრივატიზება ქართულად "2" _ პრეზენტაციას გამართავს.
2007 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში - "სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ "პრივატიზება ქართულად"", რომელშიც აღწერილი იყო 2005-2007 წლებში ორგანიზაციის მიერ პრივატიზების პროცესის მინიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები.
ეს გამოცემა 2007 წლის ანგარიშის ერთგვარი გაგრძელებაა. გამოცემაში აღწერილია ზოგიერთი საწარმოს პრივატიზების (თბილისის წყალი, საქწყალკანალი, მცხეთაწყალკანალი და რუსთავწყალკანალი) პროცესის და რამდენიმე უკვე გასხვისებული საწარმოს (ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, მადნეული და კვარციტი) მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგები.