საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების მიერ პლენარული სესიების გაცდენებზე მსჯელობის ფორმით გაოცებულია. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო დროს ნ იშვიათად ყოფილა ასეთი სიღრმისეული დისკუსია და დებატები დარბაზში.
,,თითქოს ტექნიკური თემა ერთის მხრივ თითქოს ტექნიკური, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რატომ? _იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ, მათ შორის - პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა კარგად გავერკვეთ თუ რაზეა საუბარი. იმაზე, რომ ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები და პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ევალება მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად პარლამენტში არჩეული ვართ. ახლა საკითხი დგას ასე, როგორ უნდა იყოს ჩვენი სამუშაო ორგანიზებული და მოწესრიგებული ამ შენობაში. თითოეული ჩვენგანი ვართ, თუ არა ვალდებული, წელიწადში, 365 დღიდან 21 დღე ამ დარბაზში ვიყოთ და ვიმუშაოთ? დიახ, სავალდებულო წესით. თითოეულ თვეში, ოთხი სხდომიდან ერთი სხდომა შეგვიძლია გავაცდინოთ სანქციის გარეშე, 21 დღე დაგვრჩება. ახლა კოლეგები სერიოზული სახით, პოლიტიკურ მჭერმეტყველების დიდი ნიმუშით მესაუბრებიან იმაზე, რომ ეს 21 დღეც 365 დღიდან წელიწადში იქნებიან თუ არა პარლამენტში, ეს მათი პირადი გადასაწყვეტი უნდა იყოს და ამით არაფერი დაშავდება. მერე რა მოხდება, რომ პარლამენტის წევრი ჰქვია, მაგრამ 365 დღიდან 21 დღეც არ არის პარლამენეტში სავალდებულო მუშაობა. ამაზეა ახლა საუბარი. Mმოქმედი კანონმდებლობით პარლამენტის წევრს ევალება ეს, მეტი არაფერი. მე რომ მკითხოთ, გაცილებით მეტი უნდა გვევალებოდეს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ უამრავი ჩვენი კოლეგა წელიწადში 21 დღიდანაც 20 დღე სხდომაზე არ დადის და უწერია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვარ სადღაცო. ეს არის შესაცვლელი",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.