,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტში რუსეთის ხელი ერიოს.
"ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, არის მხოლოდ ერთი აქტორის სასარგებლოდ და ეს არის რუსეთი. Aამიტომ უნდა ვეცადოთ ასეთი ტიპის პროვოკაციები არ მოხდეს ჩვენს ქვეყნებს შორის”, _განაცხადა წიკლაურმა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით პრემიერის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
,,რა შეეხება ღარიბაშვილმის განცხადებას, პრემიერ-მინისტრმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყენას ჰყავს სრულიად სამარცხვინო და არაადეკვატური პრემიერი," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე ჰყავთ აზერბაიჯანელებს .
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, გაბალა თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა.
თავდაპირველად ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის 78-ე წუთზე წაუკიდეს.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს.