ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მასსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშილს შორის შესაძლო დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან. თუმცა, კალაძე საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ იყო მცდელობები, მათ შორის გუნდის შიგნითაც, დაპირისპირების შესაქმნელად.
,,არანაირი დაპირისპირება არ არსებობს ჩემსა და ირაკლის შორის. ჩვენ, გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრია და მე ვიცე პრემიერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, ჩვენ ვართ მეგობრები. მე ღიად ვამბობ, რომ იყო ინტრიგები, მცდელობები, შეიძლება გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება გარე პიროვნებებისგან, მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხებს იმას, რომ ჩემს და ირაკლის შორის, პრემიერს და ვიცე პრემიერს შორის, ჩამოაგდოს რაიმე გაურკვევლობა, ან დაძაბული ურთიერთობა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები. ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კახი კალაძემ.