"ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკურ ოფიცერს, პიტერ პალმერს შეხვდა.
შეხვედრა პარტიის ოფისში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებსა და არაჯანსაღ საარჩევნო გარემოს შეეხო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პიტერ პალმერს დოკუმენტური მასალა მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, თუ "როგორ ყალბდება საქართველოში მოახლოებული არჩევნები".
"შეხვედრა სიანტერესო იყო. სტუმარს მივაწოდე ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ამომრჩეველთა სიებში და როგორ ყალბდება არჩევნები. ბატონი პიტერ პალმერი საქართველოში რამდეჯერმეა ნამყოფი, ამიტომ საკმაოდ ინფორმირებულია იმ სისტემების შესახებ, რითაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ახდენს", - განაცხადა მელაშვილმა.