პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის "წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-"ის შედეგების გამოქვეყნება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თელავის № 1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და "ALUMNI"-ის შედეგები გააჟღერეს.
მინისტრები ასევე მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.
სკოლის დირექტორმა სვიმონ ოხანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კურსდამთავრებულთა ფინანსური მხარდაჭერით სკოლის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. კერძოდ, შემოწირული თანხით შესაძლებელი გახდა რამდენიმე წარმატებული და ღვაწლმოსილი პედაგოგის ფულადი ჯილდოებით წახალისება, ნაწილი თანხა უცხო ენის კაბინეტის მოწყობასა და მისი თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღჭურვაში გაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ თელავის № 1 საჯარო სკოლა 250 წლისაა, მას სრული რეაბილიტაცია პროექტ "იაკობ გოგებაშვილის" ფარგლებში 2006-2007 წლებში ჩაუტარდა. დღეისთვის სკოლაში 900-მდე მოსწავლე სწავლობს და 90 პედაგოგი მოღვაწეობს.