თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა ახალი პროფესიების ათვისების ფარგლებში ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, დაჩი ცაგურიასაც მოემსახურა.
ცაგურია იმ ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, სადაც უგულავამ რამდენიმე საათით იმუშავა. მერობის კანდიდატმა ოპოზიციის აქტივისტს მანქანაში ბენზინი თავად ჩაუსხა.
შეგახსენებთ, რომ ოპერატორად მერობის კანდიდატმა დღეს საინფორმაციო ცენტრ "08"-შიც იმუშავა. იქამდე კი ძალები მშენებლობაზე მოსინჯა. დღეს დილით დიდ დიღომში მივიდა და ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში რიგით მუშად იმუშავა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი სხვადასხვა პროფესიას გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ეუფლებოდა. გიგი უგულავა ჯერ ხაბაზად, დამლაგებლად, ყასაბად და გამყიდვლად მუშაობდა, მოგვიანებით კი "ავერსის" კლინიკაში მივიდა და წამლების შეფუთვაში მიიღო მონაწილეობა, ასევე სასტუმროში უცხოელი სტუმრები მიიღო.