"ეროვნული საბჭო" ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს.
როგორც საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოალიციური მთავრობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
საბჭოს კიდევ ერთი თანათავმჯდომარის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით კი, გამარჯვების შემდეგ, ადგილობრივი ორგანოები პოლიტიკური შტაბბინა გახდება, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის კუთხითYიმუშავებს.
"ყველგან, სადაც ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, მათ შორის თბილისის მერია გახდება პოლიტიკური შტაბბინა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ხელისუფლება და საქართველომ დაიბრუნოს განვითარების შანსი", - განმარტა ნოღაიდელმა.