საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში გაფორმდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება უკვე პარაფირებულია, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე ტექნიკური მხარე იყო მოსაგვარებელი, კერძოდ კი დოკუმენტი 23 ენაზე უნდა თარგმნილიყო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების თარგმნა დღეს დასრულდა, ამიტომ ხელშეკრულების გაფორმებას ივლისის შუა რიცხვებისთვის ვარაუდობთ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისვე თქმით, ხელშეკრულებას ქართული მხრიდან ხელს საგრეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ გამარტივებული პროცედურებით ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროთ ვიზების აღება ბიზნესმენებს, სტუდენტებს, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ პირებს, სამკურნალო მიზნით წამსვლელებს, უცხოეთში ახლო ნათესავების მყოფებს, ჟურნალისტებს და სხვა დარგის სპეციალისტებს შეეხებათ.
პროცედურულად გამარტივებული სავიზო რეჟიმი და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ძალაში დოკუმენტების ოფიციალურად გაფორმებიდან 9 თვეში შევა.