საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ანაკლიის მუნიციპალიტეტს 2 ნაგავმზიდი ავტომანქანა და ნარჩენების შესაგროვებელი ლითონისა და პლასტმასის 540 ცალი ურნა გადასცა, რომელიც ანაკლიის მუნიციპალიტეტთან ერთად მიმდებარე სოფლებს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა.
გადაცემის პროცესს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.