ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბერძნების ამბავმა გამომაფხიზლებელი როლი უნდა ითამაშას ყველასათვის. ექსპერტი სახელმწიფოს მიერ ვალების აღებას ნარკომანიას ადარებს და აცხადებს, რომ კიდევ უფრო ნათელი ანალოგია-საბერძნეთის ბიუჯეტია.
,,როცა ბიუჯეტში იწყება რაიმე ახალი ხარჯის გაწევა, მისი გაუქმება ან თუნდაც შემცირება ძალიან ძნელია მრავალი მიზეზის გამო. თუ ასეთი ხარჯების დაფინანსების წყარო არის არა გადასახადები, არამედ ერთჯერადი შემოსავლები, მისი ამოწურვის შემდეგ პროცესის გაგრძელების ერთადერთი წყარო ვალების აღება ხდება. შემდეგ უკვე მახეში ვებმებით, რადგან ვალების გარეშე ცხოვრება შეუძლებელი ხდება. მარტივი ანალოგი არის ნარკომანია. უფრო ნათელი ანალოგია-საბერძნეთის ბიუჯეტი.
ჩვენც ნელ-ნელა ვზრდით ვალებს. მხოლოდ შიდა ვალი ბოლო ორ წელიწადში 1,1 მილიარდი ლარით გაიზარდა. ამ ფულით ხდება იმ პროექტების დაფინანსება, რომლითაც მთავრობა იწონებს თავს. არაფერს ვამბობ საგარეო ვალზე: მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მისი მოცულობა 1,3 მილიარდ ლარს აღწევს.
ბერძნების ამბავმა გამომაფხიზლებელი როლი უნდა ითამაშას ყველასათვის.
მრავალი უბედურება ხალხისათვის ბედნიერების მოტანის იდეებითაა ნაკვები”, - აცხადებს რომან გოცირიძე.