შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით, თუ უწყებას ვინმე რაიმე დარღვევასთან დაკავშირებით მიმართავს, გამოძიება დაიწყება.
მისივე თქმით, თუ ბილეთების გაყიდვა სხვა კონკერტულ რომელიმე საიტზე ხდება მაღალ ფასად, ამ შემთხვევაში, უწყება ვერ მისცემს შენიშვნას კონკრეტულ საიტს.
„თუ ვინმე რაიმე დარღვევასთან დაკავშირებით მოგვმართავს, ჩვენ გამოძიებას დავიწყებთ. თუმცა, ეს ფინანსური საკითხებია და სავარუდოდ, ფინანსური პოლიცია დაინტერესდება. ვიღაც რაღაც ფასად რომ ყიდის ინტერნეტში ბილეთებს, ჩვენ ვერ ვეტყვით, რატომ ყიდით რაღაცას, ამ შემთხვევაში ბილეთს“, - განაცხადა მინისტრმა
შეგახსენებთ, ინტერნეტმარკეტებში სუპერთასის ბილეთები მაღალ ფასად გამოჩნდა. Biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ გულშემატკივარმა გადამყიდველისგან შეძენილ ბილეთითებთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან შესაძლოა ბილეთი რამდენჯერმე იყოს გაყიდული.