თელავი-გომბორი-თბილისის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია.
მიმოსვლა განახლდა თბილისი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზეც, რომელიც დღეს დილიდან პარალიზებული იყო.
გზების ჩაკეტვა უამინდობამ - უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლამ, თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალის ჩაკეტვის შემთხვევაში კი, მდინარე ალაზნის კალაპოტიდან გადმოსვლამ განაპირობა.
რაც შეეხება ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საშიშროება არც ერთი სოფლიდან არ არსებობს.
ძლიერი წვიმების შედეგად კახეთში ყველა მდინარე ადიდებულია.