საბერძნეთს მომავალი 3 წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიარდი ევრო ესაჭიროება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაშია ნათქვამი. ფინანსური დონორის განმარტებით, კატასტროფულად შემცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და 2,5 პროცენტიდან ნულოვან მაჩვენებლამდე დაეცემა. მოლაპარაკებები ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის მას შემდეგ ჩაიშალა, რაც საბერძნეთის მთავრობამ ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე უარი თქვა. ამის გამო ქვეყანა დეფოლტამდე მივიდა.