საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ბანკების გახსნას უახლოეს ხანებში ჰპირდება. ამის შესახებ ალექსის ციპრასმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ის საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებას ისევ შეეცდება. შეთანხმების შემთხვევაში კი ბანკები 48 საათის განმავლობაში გაიხსნება. საბანკო მომსახურება საბერძნეთში მოსახლეობაში დაწყებული პანიკის გამო შეწყდა. ფინანსურმა კრიზისმა მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო და ბანკებიდან დიდი რაოდენობით თანხების გადინება დაიწყო.