"ალიანსმა" თბილისის საკრებულოს მაჟორიტატორიბის კანდიდატი ამჟერად ავჭალაში წარადგინა. აღნიშნულ ოლქში კენჭს სალომე ზურაბიშვილის თანაპარტიელი კახა სეთურიძე იყრის.
კანდიდატი ავჭალის მოსახლეობას "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარეებმა ირაკლი ალასანიამ და სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინეს.
"კახა სეთურიძეს როგორც ბიზნესსაქმიანობის, ისე დიდი პარტიული გამოცდილება გააჩნია, თუმცა მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას ფლობს", - განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება თავად კანდიდატს, ის პირობას დებს, რომ არჩევის შემთხვევაში საკრებულომდე თითოეული ავჭალელის პრობლემას მიიტანს.