ტრეფიკინგის მსხვერპლისგან მომსახურების მიმღებებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა ეძლევათ. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და პარლამენტში უკვე ინიცირებულია. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ტრეფიკინგის მსხვერპლისგან რაიმე სახის მომსახურება მიიღეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობენენ. ინფორმაციის მიწოდება კი მათ როგორც წერილობით, ისე კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით შეეძლებათ. ზოგადად კი, კანონმდებლბით, ტრეფიკინგის მსხვერპლისგან მომსახურების მიღებისთვის სამიდან 15 წლამდე პატიმრობაა განსაზღვრული.