როგორ აისახება საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე? ქართველი ექსპერტების ვარაუდით, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის შემთხვევში საქართველო დაახლოებით 40 მილიონი დოლარის შემოდინებას დაკარგავს, რადგას ეს სწორედ ის ერთ-ერთი ქვეყანაა, საიდანაც საქართველო დიდი მოცულობის ფულად გზავნილს იღებს. ათენმა საერტაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდიანი ტრანშის გადახდა ვერ შეძლო, რამაც ქვეყანა დეფოლტამდე მიიყვანა.