სახალხო დამცველმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ანგარიშის წარდგენისას ქალთა საპატიმროში დაწესებულებებში პატიმარი ქალების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედებების შესახებ ისაუბრა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში ქალი პატიმრების მიღებისას მათ სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ.
ომბუცმენის 2014 წლის წლიური ანგარიშში პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათ შორის სასჯელაღრულების #5 დაწესებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
“მიუხედავად იმისა, რომ #5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც რა თქმა, ღირსებული შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.