სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე პოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია.
პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის საქმიანობის წარდგენისას უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 4 000-ზე მეტი პატიმარი წამალდამოკიდებული პირი იყო. მისი შეფასებით, ამ მხრივ მიდგომები უნდა შეიცვალოს და სახელმწიფომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მიდგომების ლიბერალიზაციისკენ.
"რეალობა გვიჩვენებს, რომ სასჯელს შედეგი არ მოსდევს. სწორედ ალტერნატიული მიდგომარებია განსავითარებელი", - აცხადებს ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, პარლამენტში უკვე დაწყებულია.