"ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებული კომპანიებისთვის ზიანის სრული ანაზღაურება შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი იყო, - ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა პარლამნტში სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი შეიძლება იყოს ის, რაც საკუთრების უფლების დარღვევის საქმეებზე მოხდა, როდესაც ასეთი საქმეების უმეტესობაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მოქალაქეებს არ დაბრუნებიათ ქონება, თუმცა "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებულ კომპანიებს უკლებლივ ყველა ზიანი აუნაზღაურდათ, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ ყველა სხვა საქმე, რომელიც ქონებრივ საკითხებს ეხება, გაჩერებულია და ერთეული შემთხვევების გარდა, საქმეთა უმრავლესობა არ არის ბოლომდე მისული.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი თვალს მიადევნებს პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტის მუშაობას.