ლონდონში 106 წლის ასაკში „ბრიტანელ შინდლერად“ ცნობილი გმირი ნიკოლას უინტონი გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომში მან დაღუპვისგან 650 ებრაელი ბავშვი იხსნა. უინტონი ჩეხოსლოვაკიაში 1938 წელს ჩავიდა და მალევე მიხვდა, რომ ფაშისტური ოკუპაცია გარდაუვალი იყო. ამიტომ მან პრაღიდან ებრაელი ბავშვების ფარულად გაყვანა დაიწყო. ამისთვის ის ბავშვებს ყალბ მოწმობებს უმზადებდა და ბრიტანეთის ტერიტორიაზე მატარებლით გადაყავდა.