ანდერს ბრეივიკი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის. ნორვეგიელი ტერორისტის მტკიცებით, ციხის ადმინისტრაცია მას სრულ იზოლაციაში ამყოფებს. მისივე თქმით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მსჯავრდებულის ინდივიდუალურ საკანში გამოკეტვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ბრეივიკი სხვა პატიმრებთან ურთიერთობის უფლებას მოითხოვს. მასშტაბური ტერორისტული აქტები ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ზაფხულში განახორციელა, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა.