საუდის არაბეთის პრინცი, მილიარდერი ალ ვალიდ იბნ თალალი მთელ თავის ქონებას ქველმოქმედებაში დახარჯავს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 32 მილიარდ დოლარად შეფასებულ აქტივებს პრინცი ფონდ Alwaleed Philanthropies-ში გადარიცხავს, რომელიც ჯანდაცვის, სირარიბესთან ბრძოლისა და ქალთა უფლებების დაცვის პროექტებს ახორციელებს.