ფლეიბოის მოდელმა კარლა ჰოუმ იტალიური რომას ფეხბურთელი ეშლი კოულის სცემა. ინციდენტი მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში ოხდა. „ეშლი თავს არ მანებებდა, ლანდივით დამყვებოდა, მერე ყვირილი დამიწყო და კლუბის დატოვებას მთხოვდა. წყობილებიდან გამოვედი და სახეში სამჯერ გავარტყი. მას ეგონა, რომ ქალებთან ასე ნაგვურად მოქცევა გაუვიდოდა,“-აცხადებს მოდელი DailyStar-სთვის მიცემულ ინტერვიუში.