საუბარი საბერძნეთის ფინანსურ დახმარებაზე რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე შეუძლებელია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „ჩვენ რეფერენდუმის მოლოდინში ვართ. სანამ მისი შედეგები არ გახდება ცნობილი, ათენისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე საუბარი ზედმეტია,“-აღნიშნა მერკელმა. საყოველთაო რეფერენდუმი საბერძნეთში 5 ივლისს გაიმართება. უნდა დააკმაყოფილოს თუ არა ათენმა საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნები ხისტი ეკონომიკირი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ამას ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს.