უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გამოცემა "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრის, იგორ კონონენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა განცხადება უკვე დაწერა. კონონენკოს თქმით, მინისტრთა კაბინეტს კვიტაშვილის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით ჯერ არ განუხილავს. კვიტაშვილის გადაყენების საკითხი რადაში განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თავად ალექსანდრ კვიტაშვილმა განაცხადა, რომ არ ეშინია თანამდებობის დატოვების და თუ ეს მოხდება, აღარ აპირებს უკრაინაში დარჩენას. ამას გარდა, გუშინ კვიტაშვილს გადადგომისკენ ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა.