მორიგი ტერორისტული აქტი ოდესაში. აფეთქების ხმა ქალაქის ცენტრალურ რაიონში გვიან ღამით გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ კაფესთან ამოქმედდა, რის შედეგადაც შენობის წინა ფასადი დაზიანდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.