"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.
დღეიდან 9 მაისის ჩათვლით, "სამართლიანი არჩევნების" მოხალისეები და აქტივისტები ქვეყნის 73 საარჩევნო ოლქში ინფორმაციულ შეხვედრებს ჩაატარებენ.
მოხალისეები კენჭისყრის დღის იმიტირებას მოახდენენ და ამომრჩევლებს დეტალურად გააცნობენ ყველა იმ საარჩევნო პროცედურას, რაც 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაა საჭირო.