საპატრულო პოლიციამ თბილისის მერიასთან ცესკო-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი დააკავა.
ხარატიშვილი თბილისის მერიის მიმდებარედ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით პლაკატებს აკრავდა რის გამოც იგი სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს განუცხადეს ხარატიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს რაც თვითმმართველობის ერთეულისთვის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.