ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის თბილისის მერობის 5 კანდიდატია რეგისტრირებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, შესაბამისი დოკუმენტაციები წარდგენილი აქვთ: "ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატების" კანდიდატ ნიკოლოზ ივანიშვილს, "თორთლაძე დემოკრატიული პარტიიდან" დავით იაკობიძეს, "ეროვნული საბჭოდან" ზვიად ძიძიგურს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიგი უგულავას და "მომავალი საქართველოდან", პარტიის ლიდერს გიორგი ლაღიძეს.
აქტიური საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ცესკოში მერობის კანდიდატად ამ დრომდე არ დარეგისტრირებულა "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია.
შეგახსენებთ, რომ ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 30 მაისს იწურება.