თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი უგულავამ მუშად იმუშავა.
უგულავა აეროპორტში კიევის რეისის თვითმფრინავს დახვდა და ლაინერიდან მგზავრთა ბარგი გადმოტვირთა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
"ჩვენ, ერთის მხრივ უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც გვავქს და ასევე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებლი. ამიტომაც, მინდა, რომ საარჩევნო კამპანიის ყოველი დღე დავუთმო ხალხის გვერდით ყოფნას, რადგან აქედან დანახული თბილისი არის სხვანაირი, ამ კუთხით დანახული აბსოლუტურად ყველაფერი განსხვავდება", - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებოდა. გიგი უგულავა ჯერ ხაბაზად, დამლაგებლად, ყასაბად, და გამყიდვლად მუშაობდა, მოგვიანებით კი "ავერსის" კლინიკაში მივიდა და წამლების შეფუთვაში მიიღო მონაწილეობა, ასევე სასტუმროში უცხოელი სტუმრები მიიღო და მაღაზიაში გამყიდველად იმუშავა.