დღეს, 28 აპრილს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია გასვლით სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები ზუგდიდში შეიკრიბებიან.
დეპუტატები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმენენ.
"მოვისმენთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მუშაობს რეგიონში უსაფრთხოების სისტემები. რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი, რადგან შემდეგ საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე იქნას გატანილი. გარდა ამისა, დავინტერესდებით დევნილთა მდგომარეობით და იმით, თუ რა პრობლემაა მათთვის ამ ეტაპზე უპირველესად გადასაჭრელი", - განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ.