რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დანიაში ჩასვლას იქ მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოსთან გამართულ მიტინგზე საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნის მიმართ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს და მის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები დაგმეს.
აქციაში ქართველების გარდა კავკასიური ორგანიზაცია "თავისუფალი კავკასიის" წევრები, ასევე ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები და თავად დანიელებიც მონაწილეობდნენ.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს დანიაში რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.