ეროვნული საბჭო" აქციის "გაყალბებულია" ფარგლებში დღეს, გმირთა მოედნის მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას მოაწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოდან" აცნობეს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ოფისიდან ზურაბ ნოღაიდელის და მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების 20-მდე ავტომანქანა გმირთა მოედანზე მსვლელობას მოაწყობს, რის შემდეგაც მოედანზე მშენებარე ხიდზე პლაკატებს გააკრავენ.
აქციის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელის ოფისში "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი 13:00 საათზე არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.