გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ტაქსის მძღოლის ცხედარი ნაპოვნია.
სოფელ დიღომში მცხოვრები თემურ დარძულიძის ცხედარი მაშველებმა ხევიდან წუხელ ღამით ამოიყვანეს. ის წუხელვე გადაასვენეს დუშეთის რაიონის პროზექტურაში.
უკვე დადასტურებულია, რომ "ოპელის" მარკის ავტომანქანაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა.
რაც შეეხება თავად მანქანას, მისი ხევიდან ამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები, სავარაუდოდ, თოვლის დნობის შემდეგ განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ავტომანქანა, რომელსაც თემურ დარძულიძე მართავდა ზვავში სამი დღის მოჰყვა.