ცისკრის ვარსკვლავი და სოლიკო ვირსალაძის მიე შექმნილი კოსტიუმი. მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავმა ნიკოლოზ ცისკარიძემ ხელოვნების სასახლეს სოლიკო ვირსალაძის მიერ პირადად მისთვის შექმნილი პრინც დეზირეს კოსტუმი გადასცა. ბალერონმა ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავში“ სწორედ ამ სამოსით იცეკვა. სასახლეში ნიკა ცისკარიძის შემოქმედების ამსახველი ფოტოალბომის, „ცისკრის ვარსკვლავის” პრეზენტაციაც გაიმართა.