დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ქაშუეთის ტაძარში მომღერალ ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
,,ქალბატონი ეთერი ყოველთვის გამორჩეული და მთელი თბილისისთვის საყვარელი პიროვნება იყო. მეტიც, იგი დედაქალაქის კოლორიტი გახლდათ. მისი სიმღერები ერთნაირად ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისათვის და მსმენელს განსაკუთრებულ ემოციურ განწყობას უქმნის.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი მომღერლის, ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო და ყველაფერს ვიღონებთ, რათა კიდევ უფრო მეტი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.“-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ქართველი მომღერალს, რომელიც 67 წლის ასაკში გარდაიცვალა, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.