დღეს, 28 აპრილს, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გამართავს კონფერენციას "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში".
კონფერენციის მიზანია, არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვა; არჩევით თანამდებობებზე ქალების წინაშე მდგარი დაბრკოლებებისა და გამოწვევების განხილვა; გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალურ მექანიზმებზე მსჯელობა; ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ ქალთა როლის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმების პრეზენტაცია.
ღონისძიების დასასრულს პოლიტიკური პარტიების მიერ "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" სამოქმედო გეგმის საჯარო ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
"გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად - გლობალური სამოქმედო გეგმა" მოიცავს რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა უფრო წარმომადგენლობითი გახადონ პარტიები.
სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი და NDI-ის რეგიონული დირექტორი ლორა ჯუითი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი სტუმარი და გამომსვლელთა ფართო სპექტრი; მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები