დღეს, 28 აპრილს, თბილისის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, დასრულდა ჯიქიას ქუჩაზე გამავალი წყალსადენის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაო. ჯიქიას ქუჩაზე ახალი ქსელის მოქმედ ქსელთან მიერთების მიზნით, 28 აპრილს, 11:00-იდან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას IV,V,VI კვარტლებს, ნუცუბიძის I მ/რაიონის ქვედა ნაწილს, მინდელისა და ჯიქიას ქუჩებს, ასევე ნუცუბიძის ქუჩის ბოლო ნაწილს.
ხოლო ქინძმარაულის ქუჩაზე 600-მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 11:00 საათიდან 29 აპრილის 02:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ჭიჭინაძის, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, კაიროს, გუმათჰესის, მოსტკოვას, იდუმალის, ცისკარიშვილის, ქინძმარაულის, ნაკადულისა და მარელისის ქუჩებს. ზემო მეტელურგთა დასახლებას, გარდაბნის გზატკეცილს, ფონიჭალის დასახლებას, სოღანლუღსა და ახალი სამგორის დასახლებას სოფლებს: კრწანისს, გამარჯვებას, გაჩიანს, ახტაკლიას, კარაკლიას და სადგურ ველს.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.