"ქალს ამოფარებული დუმბაძე საუბრობს, ვასაძე არის გამხმოვანებელი,"- ეს განცხადება "პოსტსკრიპტუმთან" საუბრის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა გააკეთა.
ჭეიშვილი ამბობს, რომ პირს რომელიც ნარკოტიკების გადმოტანის ბრალდებით დააკავეს იცნობს. საკრებულოს თავმდჯომარე არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული პირის დაკავება და მისი თურქეთიდან საქართველოს საზღვარზე გადმოსვლა დროში ერთმანეთს ემთხვეოდეს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ თუ საზღვრის კვეთის დროს მასსა და დაკავებულ პიროვნებას შორის კავშირი დადასტურდება მზად არის პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგოს.
"ქალს ამოფარებული მურმან დუმბაძე საუბრობს, ანუ მედეა ვასაძე ამ პროცესში გამხმოვანებულია. საზღვარზე მასალები წლობით ინახება, გამოვითხოვოთ ეს მასალა და თუ რაიმე ფორმით დადასტურდება, ამ კონკრეტულ დროს ჩვენი კავშირი, მე მზად ვარ პასუხი სრული სიმკაცრით ვაგო. არ ვიცი შეიძლება დროში ემთხვეოდეს ჩვენი საზღვრის კვეთა,"- აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი.