ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ტუნისა და საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ XXI საუკუნის გლობალური ომი დაწყებულია, რომელიც საქართველოს საზღვარზეცაა მოსული.
,,ისლამურ სახელმწიფოს დღევანდელი ბარბაროსობა: ტუნისში 27 ტურისტი დაიღუპა, კუვეიტში მეჩეთში ლოცვის შემდეგ 15 ადამიანი, საფრანგეთში ქარხანა ააფეთქეს და მუშა დაიცხრილა.... XXI საუკუნის გლობალური ომი დაწყებულია, ჩვენივე საზღვარზე მოსულია და ჩვენ კიდევ აზრზე არ ვართ და რაღაც ბუტკების გარჩევას ვუთმობთ დროს... პროვინციალიზმი ესაა!”, _წერს ზურაბიშვილი.
შეგისენებთ, რომ საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ტერაქტი მოხდა დღეს საფრანგეთშიც. ასევე აფეთქება მოხდა კუვეიტში.