სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას აცხადებს, რომ იგი ბევრ საკითხში ემთხვევა ომბუდსმენის დასკვნებს.
,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თითქმის მთლიანად ემთხვევა სახალხო დამცველის დასკვნებს ბევრ საკითხში. Eეს ეხება ძალადობის ფაქტებს რომლის გამოძიება სამწუხაროდ არ მომხდარა”, _განაცხადა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალების მიმართ ძალადობა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია პატიმართა სიკვდილიანობა. ასევე ხაზგასმულია, რომ გახშირდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების სახით გირაოს გამოყენება და არ ხდება ყოველთვის პატიმრობის შეფარდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახლემწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გა,ოქვეყნებულ ანგარიშში, ყურადღება ექცევა ე.წ. კაბელების საქმეს და თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას.