აგვისტოში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა.  გადაწყვეტილება  საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრისას მიიღეს. ალექსანდერ ვერშბოუმ აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი განიხილეს.