გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, მაშველებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი ტაქსი იპოვეს. მიმდინარეობს სამუშაო ავტომანქანის ამოსაყვანად.
მაშველების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი პირი იმყოფებოდა ავტომანქანაში. მათი თქმით, შესაძლოა ზვავის ჩამოწოლამდე ადამიანებმა მანქანის სალონის დატოვება მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი სოფელ დიღომში მცხოვრებ თემურ დარძულიძე მართავდა.