თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქსტატს ინფორმაციის მოპოვებისა და მიღების ორგანიზებაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. დოკუმენტი უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ხელმომწერი მხარეებისთვის კონკრეტული პროდუქტებისა და წინადადებების შეთავაზებას ითვალისწინებს. მემორანდუმი სტატისტიკური და სხვადასხვა ინფორმაციის დროულ და ეფექტურ ურთიერთმიწოდებას შეუწყობს ხელს.