სამწუხაროდ, ქართველებს არ შეუძლიათ აქ საოცრება მოახდინონ, უკრაინაში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ აქ პოლიტიკური ელიტა, - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე.
მისი თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც რეფორმების განხორციელება მარტივი არ ყოფილა.
"სააკაშვილის გუნდმა შექმნა ქართული რეფორმების ტრენდი მთელს მსოფლიოში. 2003 წლამდე ბევრმა არც იცოდა საქართველოს შესახებ, ლამაზი ტერიტორია, ზღვა და მთები, ღვინო, ცეკვა-სიმღერა... ყველა კეპებში, როგორც მიმინოშია... და უეცრად ქართველებმა ეს კეპები სადღაც გადადეს და დაიწყეს მოძრაობა წინ, გაასწრეს რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ზოგიერთ რეფორმაში. რა თქმა უნდა, ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა მთელს მსოფლიოში. დღეს, მსოფლიო უნივერსიტეტების დიდ ნაწილის სახელმძღვანელოებში ქართული რეფორმებია. ყველაზე კრიმინალური ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ყოველი მესამე იყო კანონიერი ქურდი, რომლის 20% ოკუპირებულია, ასეთ გარღვევას ახდენს...საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც მკვეთრი სახელმწიფო ვერტიკალია, სადაც არ იყო ამდენი ფინანსური ინტერესი. მაგრამე ესეც რთული იყო. სამწუხაროდ, ქართველებს არ შეუძლიათ აქ საოცრება მოახდინონ, უკრაინაში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ აქ პოლიტიკური ელიტა. მაგრამ თქვენ ხედავთ კონტრასტს საქართველოს მაგალითზე. იგივე იქნება ოდესაში: აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური კლიმატი, მართვის ახალი სტილი. ჩვენ არ ვართმარტივი ხალხი, თავს არ ვიქებთ, მაგრამ ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვიყურებს უკრაინა და საქართველოც", - განაცხადა საყვარელიძემ.